„სელფი მობაილმა“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომისთვის

ქართული მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards®-ის ნომინაციაში “საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა: 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით; VoLTE -ს დანერგვა; პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან; საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება; ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით; ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.
„მინდა მივულოცო „სელფის“ აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ – თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს”, – განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO-მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?