სელფი მობაილი – საერთაშორისო აღიარება საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომისთვის

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards® -ის ნომინაციაში „საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.
„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:
· 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით
· VoLTE -ს დანერგვა
· პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან
· საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება
· ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით
· ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.
„მინდა მივულოცო სელფის აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ – თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს,“ – განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO -მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?