ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სელფი მობაილი

სელფი მობაილი

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards® -ის ნომინაციაში, ჯილდოს “საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ მფლობელი გახდა.
„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:
· 5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით
· VoLTE -ს დანერგვა
· პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან
· საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება
· ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით
· ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.
„მინდა მივულოცო სელფის აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ – თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს,“ – განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO -მ.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.