არქივი5 იანვარი 2024, 10:29
სევასტოპოლში საჰაერო განგაშია – რუსული მედია
ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. მათივე ცნობით, როგორც ირკვევა, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტულ საშუალებების გამოყენებით არის განპირობებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.