ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი" - ნატო-უკრაინის საბჭო რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაციას მკაცრად გმობს

ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმების ესკალაცია, ასევე - რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტებისა და ირანიდან მიღებული დრონების გამოყენება, - ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართო სპექტრი და დღეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ. ნატო-ს მეშვეობით, მოკავშირეები ყიდულობენ პეტრიოტის ათასამდე საჰაერო თავდაცვის რაკეტას მარაგების შესავსებად, რადგან ისინი განაგრძობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას," - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა. შეხვედრა უკრაინულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების განსახილველად მოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.