არქივი5 იანვარი 2024, 10:07
რუსული მედია - სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა
დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის მტკიცებით, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტულ საშუალებების გამოყენებით არის გამოწვეული.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.