ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბრისას რუსეთთან მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბრისას რუსეთთან მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბრისას რუსეთთან მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას „პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები განიხილა“.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა, შესაძლოა, 23 ოქტომბერს შედგეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.