სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს ესაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს“.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ კონსტრუქციული განხილვა შედგა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.