სახალხო დამცველი EU-ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი ქვეყანაზი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.
ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?