ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი ევროპარლამენტარებს შეხვდა

სახალხო დამცველი ევროპარლამენტარებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.
„ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.