სახალხო დამცველი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას.
ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს