სახალხო დამცველი ისრაელის ომბუდსმენს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ისრაელის ომბუდსმენს მათანიაჰუ ენგლმანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა იმ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, რომელთა დაძლევასაც, სახალხო დამცველის შეხედულებით, პრიორიტეტულად უნდა მიექცეს ყურადღება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)