საქართველოს სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს, მეჰმეტ აკარჯას და თურქეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა და მეჰმეტ აკარჯამ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მრავალწლიან თანამშრომლობას და ამ ურთიერთობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენები უკვე წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსტრადიციის პროცესის დახვეწის, მიგრანტთა უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე – „გაპრეზიდენტების“ შემთხვევაში, მარატ კამბოლოვი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის რუსეთის სივრცეში ანექსირებას – ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება