პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.
პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი