არქივი9 დეკემბერი, 2024, 17:39
სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.