ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ. ავსტრიაში კი საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
გერმანული გამოცემა "ბილდის" ცნობით გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.