ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. Reuters-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალები მოაბილიზეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.
მანამდე გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.
ავსტრიაში კი განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. საშობაოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ესპანეთის ხელისუფლებამაც.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.