არქივი30 დეკემბერი, 2023, 09:27
ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება
"ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქვეყანაში 90 000 სამართალდამცავი იქნება მობილიზებული" - ამის შესახებ განცხადება შიდა დაზვერვის უფროსმა გააკეთა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ 6 000 ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს ელისეის სადღესასწაულო ღონისძიებების ტერიტორიას, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი.
მისი თქმით, ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე პროცესების გამო, ძალიან მაღალი ტერორისტული საფრთხე არსებობს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.