ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ჯანდაცვა ერთ წელიწადში 7%-ით გაძვირდა

საქართველოში ჯანდაცვა ერთ წელიწადში 7%-ით გაძვირდა

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ერთ წელიწადში 7 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთ წელიწადში ჯანდაცვის სექტორში ფასები ყველაზე მეტად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე გაიზარდა და ზრდამ 9,1% შეადგინა. საავადმყოფოების მომსახურება 9%-ით გაძვირდა, ხოლო 5,3%-იანი გაძვირება იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ჯგუფში.
სტატისტიკის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.