ერთ წელში ოქრო 64%-ით, ვერცხლი კი თითქმის 160%-ით გაძვირდა - რა ღირს საქართველოში

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო ერთ წელში მსოფლიო ბირჟაზე ოქრო 64%-ით, ვერცხლი კი თითქმის 160%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ერთდღიან ცვლილებას, Gold Price-ის მონაცემებით, ოქრო 0.46%-ით არის გაძვირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 465 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში ის 1.23%-ით გაძვირდა და ამ მომენტისთვის ერთი უნციის ფასი 79.03 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ამ მომენტისთვის ოქროს ღირებულებამ მცირედით იკლო და 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარის ფარგლებში მერყეობს, როცა რამდენიმე დღის წინ მისი ღირებულება 387 ლარი იყო. რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამის ღირებულება 10 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.