ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში მსოფლიო ბირჟაზე ოქრო 63.81%-ით, ვერცხლი კი 141.34%-ით გაძვირდა.
ერთ დღიან ჭრილში კი, ძვირფასი ლითონი 0.70%-ით არის გაძვირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 472 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში ის 1.98%-ით გაძვირდა და ამ მომენტისთვის ერთი უნციის ფასი 78.28 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ამ მომენტისთვის ოქროს ღირებულება სტაბილურ ნიშნულზეა და 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 387 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 6.8 ლარი ღირს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.