ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში შვედეთის ელჩი - შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - მსგავსი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

საქართველოში შვედეთის ელჩი - შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - მსგავსი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ზე წერს.
„შვედეთი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია, ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერებით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაკავებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მსგავსი ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, - წერს საქართველოში შვედეთის ელჩი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.