არქივი30 მაისი, 2025, 17:08
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე

ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიასი და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე. შვედეთი ინარჩუნებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს სტენეგარდი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.