არქივი23 მაისი, 2025, 22:35
ესტონეთის ელჩი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე - კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში

ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.
საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში”, - წერს მარდისალუ-კაჰარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.