საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა – როგორ შეიცვალა დემოგრაფიული სურათი მშობლიური ენების მიხედვით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. 2014 წლის აღწერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 45 920 ადამიანი იყო.

ამავე მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 85.1%-ისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აღწერასთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7%-ით არის გაზარდილი, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6%-დან 85.1%-მდე შემცირდა.

საქსტატის თანახმად, მშობლიური ენების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ადგილზე აზერბაიჯანული ენაა, რომელსაც ასეთად 265 534 ადამიანი (6.8%) მიიჩნევს. 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7%-ით გაიზარდა.

ბოლო აღწერის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ 139 438 ადამიანს (3.5 %) მშობიურ ენად მითითებული აქვს სომხური, რაც 2014 წელთან შედარებით, 3.7 %-ით ნაკლები მაჩვენებელია.

რაც შეეხება შედარებით მცირე ენობრივ ჯგუფებს, საყოველთაო აღწერის ჩატარების დროს, ოსური მშობლიურ ენად 3 839 კაცმა მიუთითა, რაც 2014 წელთან შედარებით, 32.6%-იან კლებას აჩვენებს.

საპირისპირო ტენდენციაა აფხაზური ენის შემთხვევაში, რომელიც მშობლიურად 370 ადამიანმა მონიშნა. ეს მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მონაცემთან (272 კაცი) შედარებით, 36%-ით არის გაზრდილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!

ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია