კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ? ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები. როგორ უნდა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილი? ეს არის „ბლეფი”

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რებრენდინგის საკითხი „ბლეფი“ და „პიარულად შეფუთული ქმედებებია“.

„ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან. რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ? ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ უნდა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილი? ეს არის „ბლეფი”, პიარულად შეფუთული ქმედებები. რეალობაში, ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა” და რით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო. როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ პოლიტიკაში იყო, წარმოუდგენელია გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რაც მათ ჰქონდათ. დღეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება“,- განაცხადა კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს