საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს. პრეზიდენტმა ორგანიზაციასა და მის სამდივნოს, წლების მანძილზე ქვეყნისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და გულმოდგინედ ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს. „საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე – საზღვაო გარემოს დაცვაში,“- განაცხადა პრეზიდენტმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.
Next: ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით არავის შეუვიწროებიათ – მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ გამოსულან გარე პოლიტიკური დირიჟორების გავლენიდან – საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობენ კონკურსში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მიზანი ერთია – შექმნან ფონი, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება