ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს?

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.
ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო ამ ნაწილში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.
შეხვედრისას გამოითქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მათ შორის, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.