პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს.
ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო ინდუსტრიის გაძლიერებას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო ამ ნაწილში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.
შეხვედრისას გამოითქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მათ შორის, ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.
Previous: ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი