არქივი18 ივნისი, 2024, 19:07
საქართველოს პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს” , - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.