ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ვნახეთ ღირსეული თამაში - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც კახა კალაძე წერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღირსეული თამაში აჩვენა.
„ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.
მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!
წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარდგება.
წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“ – წერს კახა კალაძე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართა. საქართველო-თურქეთის შეხვედრა თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.