ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქალაქ დორტმუნდში საქართველო - თურქეთის მატჩს დაესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 18 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციამ მისი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
"დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აღუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ისევე მჯერა, ჩვენი ბიჭების, როგორც 26 მარტს მჯეროდა. თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებენ. მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის...", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.