არქივი11 მაისი, 2024, 21:05
საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რჩება - საავტომობილო გზა გადაკეტილია
საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი ამ დრომდე რჩება.
მათი უმეტესი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გადავიდა, რაც აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა.
„არა რუსულ კანონს“ ამ მოწოდებით დღეს აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.
სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ამ დრომდე გადაკეტილია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.