არქივი14 მაისი, 2024, 18:36
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, ნაწილი კი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება.
“ნაწილი დარჩება აქ და შემდეგ ლოკაციას გამოგიცხადებთ”, - მიმართა აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.
ამასთან, როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა მოქალაქეებს მიმართა, ამ წუთებში, გმირთა მოედანზე მყოფ მშვიდობიან დემონსტრანტებს პოლიცია აკავებს, ამიტომ სურვილის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე წასვლისკენ მოუწოდა.
რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.