პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ საავტომობილო გზა გადაიკეტა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქციის მონაწილეებს „ექსპო ჯორჯიადან“ გამართული მსვლელობს მონაწილეები შეუერთდნენ. მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია”. ისინი სკანდირებენ “საქართველო”, “არა რუსულ კანონს”.
მანამდე აქციაზე ასევე მსვლელობით მივიდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
მათ პარლამენტისკენ მსვლელობა “9 აპრილის” ბაღიდან მოაწყვეს.
პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.