პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა.
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი,
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში განესაზღვრა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.