ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი ეკლესიას ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
უფრო კონკრეტულად, ეკლესიას გადასცეს:
· ოზურგეთის დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი;
· ოზურგეთის სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
“მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.