ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში მდებარე 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, N106-ში მდებარე 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში მდებარე 345 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში მდებარე 859 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი
განკარგულების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.