საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა.
პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში  სამომავლო  თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოში გვატემალის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშეს დანიშვნა ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო