თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის კითხვაზე: “ამდენი წლის განმავლობაში ჯარი მოწამლულ საჭმელს ნატო-ს სტანდარტებით ჭამდა?” გიორგაძემ განაცხადა, რომ ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა.

“ნახევარზე მეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში თავისი ნებით, ნებაყოფლობით მოდის. ეს განპირობებულია სწორედ იმ პირობებით, რა პირობებიც თავდაცვის სამინისტროს ჯარში ახალგაზრდებისთვის აქვს შექმნილი. ეს მათთვის სასარგებლოა, როგორც პირადი მომზადებისთვის და ფიზიკური სიჯანსაღისთვის, ასევე სამშობლოს საჭიროებისათვის, რომ ძლიერი რეზერვი არსებობდეს.

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი. საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს.

ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა. ყოველდღიურად არის მონიტორინგი, პრევენციული ღონისძიებები. თუ ამ პროცესში, ვიდრე საკვები სასადილოში შევა, რაიმე პრობლემა აღმოჩნდა, ეს სხვა თემაა. ერთმანეთში არ ავურიოთ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა