არქივი1 აპრილი, 2025, 10:53
საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, “იზიჯეტმა” დაიწყო.
“იზიჯეტი” საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიასა და იტალიას დააკავშირებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ, ჟენევიდან შეასრულა. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.