ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა „easyJet“-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ ჟენევიდან შეასრულა და 147 მგზავრი ჩამოიყვანა.
ჟენევიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი კვირაში 2-ჯერ იფრენს. დღეიდან კი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყებს. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.