საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
დღეიდან ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა – British Airways დაიწყო
156 მგზავრით, A320neo ტიპის ხომალდის პირველი რეისი, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა. აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში მაღალი რანგის ოფიციალური მიღებაც გაიმართა.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.