საქართველომ 4 800 ტონაზე მეტი ირანული საზამთრო იყიდა

მიმდინარე წელს საქართველოში საზამთროს იმპორტი თითქმის გასული წლის დონეზეა, მთავარი მომწოდებელი კი ირანია – ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

წლის პირველ ნახევარში საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა. ბაზრები ასე გამოიყურება:

  • ირანი – $1.5 მლნ / 4 823.5 ტონა
  • თურქეთი – $1.3 მლნ / 4 335.6 ტონა
  • უზბეკეთი – $68.4 ათასი / 228 ტონა
  • აზერბაიჯანი – $53.1 ათასი / 166.4 ტონა
  • ნიდერლანდები – $21.3 ათასი / 14 ტონა

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო