ზურაბ დავითაშვილი: პატივცემულო ქოცებო! თქვენც შეიგნეთ და თქვენს მთავრობასაც გააგებინეთ, რომ დანაშაულებრივ ომს გმირები არ ჰყავს. ამიტომ, თუ იმას ამტკიცებთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ბოდიში გვაქვს მოსახდელი რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან…

“პატივცემულო ქოცებო! თქვენც შეიგნეთ და თქვენს მთავრობასაც გააგებინეთ, რომ დანაშაულებრივ ომს გმირები არ ჰყავს. ამიტომ, თუ იმას ამტკიცებთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ბოდიში გვაქვს მოსახდელი რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან, ისიც უნდა აღიაროთ, რომ ქართველი ჯარისკაცებიც დამნაშავეები არიან.
მაგალითად გერმანია შეიძლება მოვიყვანოთ, რომელმაც აღიარა გერმანიის დანაშაული მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში და შესაბამისად, ამ ომში დაღუპულ გერმანელ ჯარისკაცებს გმირებად არავინ მიიჩნევს. ხოლო იმის მტკიცება, რომ ომი საქართველომ კი არა სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო დიპსტეიტის (ანუ დასავლეთის) წაქეზებით, სრული სიბრიყვე და იდიოტიზმია. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ხელისუფლების დანაშაულზე, პასუხს ქვეყანა და ხალხი აგებს. (რამდენიც უნდა ემტკიცებინათ გერმანელებს, ომი გერმანიამ კი არა ჰიტლერმა დაიწყოო, სასაცილოდ არავის ეყოფოდა).
ასე, რომ გაითვალისწინეთ, რა შეიძლება მოყვეს თქვენ სულელურ მტკიცებებს. მით უფრო, რომ თუ დანაშაულს აღიარებთ და ბოდიშს იხდით, სიტყვიერი ბოდიში არავის აინტერესებს.
ომის კანონებით, დამნაშავე ისჯება, კარგავს ტერიტორიებს და იხდის რეპარაციას. ანუ საქართველომ იმით უნდა გამოისყიდოს დანაშაული და მისი ბოდიშიც ის იქნება, რომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათ მილიარდები გადაუხადოს. ეს გინდათ? და ამის შემდეგ სხვას ეძახით მოღალატეებს და უსამშობლოებს?
თუმცა ერთი დაბრკოლებაც უნდა გადალახოთ და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმებინოთ, რომ აგრესორად და ოკუპანტად რუსეთი კი არა საქართველო გამოაცხადოს. მჯერა ამისთვისაც თავდაუზოგავად იბრძოლებთ”.
🔖 წერს ზურაბ დავითაშვილი, თსუ-ის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?