საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს

საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს | ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს
“რაც შეეხება ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს ამბავი პრაქტიკულად პერმანენტულია… მაგალითად, ახლა, მართალია არა ფრანგული, არამედ ბელგიური ბანკის ინიციატივით, ჩვენ საელჩოს ბენზინის საფასურის გადასახდელი ბარათები დაგვიბლოკეს, რაც წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის, ისე თავად ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების ნორმების დარღვევას… ეს პრეცედენტი არის პირდაპირი მნიშვნელობით ამ კვირის, რადგან აქამდე, 2022 წლიდანაც კი, არანაირი პრობლემა არ ყოფილა“ | ამბობს რუსეთის ელჩი საფრანგეთში ალექსეი მეშკოვი
მისი თქმით, საელჩოს თანამშრომლებს ფრანგული ბანკების გადახდის დროსაც ექმნებათ პრობლემები

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!