ირაკლი მელაშვილი: ის რაც ალიევმა გააკეთა, ესაა სერიოზული ნაბიჯი რეგიონში რუსეთის დომინაციის დასასრულებლად, ზოგი ექსპერტი ალიევის ამ ნაბიჯს რუსეთის პრეზიდენტისთვის სილის გაწვნადაც კი მიიჩნევს

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი:
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აზარბაიჯანში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და შეიძლება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სფეროში დიდი ცვლილებების მომასწავებელი აღმოჩნდეს. ალიევმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს 6 შეთანხმებას უსაფრთოების, სამხედრო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სფეროებში.
ამ შეთანხმებების ბირთვი იყო ხელშეკრულებები უსაფრთოების და თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობის კუთხით. ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი, რომ მხარეებმა შეთანხდნენ ერთობლივი სამხედრო წარმოების შექმნაზე, აზარბაიჯანისთვის უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებაზე. ამ მიზნით უკრაინამ უკვე გაგზავნა სამხედრო სპეციალისტები აზერბაიჯანში.
იგეგმება თანამშრომლობა ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარების კეთხით, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
აზარბაიჯანი უკვე მონაწილეობს უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში და ცალკე შეთანხმებით განისაზღვა ამ მიმართულებით აზარბაიჯანის ბიზნესის მონაწილეობის კიდევ უფრო გაზრდა. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მეზობლების ბიზნესის განვითარებას.
ცალკე დაიდო ხელშეკრულება და დაიგეგმა თანამშრომლობა ენრეგეტიკის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული მხარესთვის. იმედია რუსებისთვის თავის მოწონების მიზნით, ჩვენ არ დავიწყებთ ამ შეთანხმებების ჩაშლას!
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს მოლაპარაკებების პლატფორმა –რუსეთს შორის.
ის რაც ალიევმა გააკეთა, ესაა სერიოზული ნაბიჯი რეგიონში რუსეთის დომინაციის დასასრულებლად, ზოგი ექსპერტი ალიევის ამ ნაბიჯს რუსეთის პრეზიდენტისთვის სილის გაწვნადაც კი მიიჩნევს. კი აქტიურად იწყებს პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესების გატარებას და უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან რუსეთის განდევნას.
გული გაგისკდება კაცს, რომ წარმოიდგენ რამოდენა იდიოტობა იყო 2022 წლის 24 თებერვალს რუსული აგრესიის დაწყებიდან ყოველ დღე იმის ლოდინი, რომ დღეს თუ არა ხვალ, სამ დღეში თუ არა, რამდენიმე თვეში უკრაინას დააჩოქებს, საქართველო კი გადარჩება ჩვენი მთავრობის „გენიალური სამშვიდობო პოლიტიკის“, ზელენსკის ხელისუფლების თუ ევროკავშირის ლანძღვისა და პრორუსული განცხადებების გამო!
როგორ საერთოდ წარმოდგენა არ უნდა გქონოდა უკრაინელებზე, როგორ უსაშველოდ უნდა ყოფილყავი „დაბოლილი“ რუსული არმიის უძლეველობასა და უკრაინელთა უმრავლესობის „რუსულ სამყაროში“ დაბრუნების სურვილზე რუსული პროპაგანდის ფეიკებით, რომ ამ ომში რუსების სწრაფი გამარჯვების დაგეჯერებინა! ალბათ იმით განსაზღვრეს, თავად როგორ მოიქცეოდნენ უკრაინელების ადგილას!
ისე, რუსი ჯაშუშების დაჭერით იმიჯის გამოსწორების უბადრუკი მცდელობა იმას ხომ არ უკავშირდება, რომ აქ მყოფმა ალიევმა უთხრა საქართველოს ხელისუფლებას თავის მიზნებზე, დაეწყო სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან? მან ამით დელიკატურად ხომ არ მიგანიშნათ, რომ სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერს მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი რეგიონის გავლენის სფეროდან გამოყვანა, ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლების აგრესიული ანტიუკრაინული და ანტიევროპული რიტორიკა უბრალოდ საარაკოდ არაადექვატურია და ეწინააღმდეგება რეგიონის ინტერესებს ?
საქართველოს ხელისუფლებსი მიერ წარმოებული პოპულისტური პროპაგანდა მშვიდობაზე, ვითომ პატრიოტული რიტორიკა ევროკავშირის და უკრაინის წინააღმდეგ შეიძ₾ება ეფექტური აღმოჩნდეს მოკლე დროის განმავლობაში, მაგრამ როგორც წესი, ნებისმიერი ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები სერიოზულად აზიანებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერებს. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მისი ჯიბის ჟურნალისტებისა და საზოგადოების იმ ნაწილზე დაყრდნობით, რომელიც ვერ გამოსულა „ერთმორწმუნე“ და „უძლეველი დიადი რუსეთის“ მითებიდან.
P.S.ახლა ხელისუფლების უნიჭო გამპრავებლებმა არ დაიწყოთ სისულელეების წერა, „უი ქაა, აზერაბიჯანს ნავთობი აქვს“ ან „ალიევს თურქები უდგანან და ჩვენ ვინ გვყავს, ჩვენ?“ ვინც შეიძლება გვყოლოდა იმათ წლებია მკვდარს და ცოცხალს ვუტრიალებთ თქვენნაირი უვიცების მქუხარე აპლოდისმენტების აკომპანიმენტით!