საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის თქმით, საფრანგეთში საელჩოს თანამშრომლებს საწვავის ყიდვისთვის განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს.
ამის შესახებ მეშკოვმა რუსული სამთავრობო მედიისთვის, РИА Новости-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
“რაც შეეხება ანგარიშებთან დაკავშირებულ პრობლემას, ეს ამბავი ფაქტობრივად პერმანენტულია… მაგალითად, ახლა, მართალია, ფრანგული და არა ბელგიური ბანკის შეთავაზებით ჩვენ, საელჩოს, ბენზინის საფასურის გადახდის ბარათები დაგვილოკეს, რაც წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის, ისევე იმავე სასანქციო ნორმების დარღვევას, რომლებიც ევროკავშირს აქვს შემოღებული”. – თქვა მეშკოვმა.
მეშკოვის თანახმად, ეს ამჟამად ევროპაში საწვავზე მაღალი ფასების გათვალისწინებით “მნიშვნელოვანი დარტყმაა”. მისივე თქმით, თანამშრომლები პრობლემას ფრანგული ბანკიდან გადახდის დროსაც აწყდებიან.
“ეს პრეცედენტი არის პირდაპირი მნიშვნელობით ამ კვირის, რადგან აქამდე, 2022 წლიდანაც კი, ამ გადმოსახედიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა”. – თქვა მეშკოვმა.