პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში მკვდარი იპოვეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი

საფრანგეთში მკვდარი იპოვეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი

სამშაბათს საფრანგეთის კომუნა მედონში მკვდარი იპოვეს რუსი ჟურნალისტი, რომელიც საფრანგეთში იყო გაქცეული. ამის შესახებ დღეს იტყობინება Le Figaro პოლიციის წყაროზე დაყრდნობით.
როგორც ამბობენ, მამაკაცი მეშვიდე სართულზე მდებარე ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. პოლიციამ ფანჯარასთან ახლოს დადებული სკამი და ნაგვის ურნაში მედიკამენტები იპოვა. გაზეთის ცნობით, ჟურნალისტი 38 წლის იყო; სხვა დეტალები უცნობია.
განიხილება თვითმკვლელობის ვერსია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო „სიკვდილის გარემოებებისა და გარდაცვლილის ვინაობის“ დასადგენად. Le Figaro-ს ცნობით, ჟურნალისტს, სავარაუდოდ, რუსეთიდან ემუქრებოდნენ.
გაზეთი იუწყება, რომ ბინაში იმყოფებოდა დაღუპულის მეზობელი. ის შოკურ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ რუსულად საუბრობდა, ამიტომ ჯერ არ არის ცნობილი, შეესწრო თუ არა ის ინციდენტს. ის საავადმყოფოში წაიყვანეს პოლიციის ესკორტით.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.