ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნის თანახმად, უკრაინას ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია და შესაბამისი მტკიცებულება ვერ იპოვეს - Wall Street Journal

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის მტკიცებულება ვერ იპოვეს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) დასკვნის თანახმად, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებაც ამყარებს.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაზვერვის მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ მომხდარა.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, „უკრაინამ სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა სცადა, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს, რომელშიც პუტინის რეზიდენცია, მაგრამ ეს ახლოს არ ყოფილა“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე New York Post-ის სარედაქციო სტატია გააზიარა, სათაურით: „პუტინის ცრუ განცხადებები „თავდასხმის“ შესახებ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას ხელს უშლის“.
Wall Street Journal-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა სტატია მას შემდეგ გააზიარა, რაც CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ანგარიში მოისმინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.